ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონობისკენ მიიწევს

ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრამი“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დასავლეთ აზიის თასი  მოიგო, ირანის ჩემპიონატზე გადაერთო და ახლა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს. თეირანელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც იოლად – 109:53 მოუგეს „გორგანს“ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. ფინალში გასასვლელად „მაჰრამს“ „აზადი“ შეებრძოლება.
მეტოქის სისუსტისა და ძალების დაზოგვის მიზნით მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი პირველი მეოთხედის შემდეგ აარ ათამაშა. პირველი ათწუთეულის შემდეგ ცქიტიშვილის გუნდი 31:7 იგებდა და ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარჯვეული იყო.