ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი: 29 ქულა, 12 მოხსნა

ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი: 29 ქულა, 12 მოხსნა

ქართველმა ფორვარდმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა „ჰუპსთან“ წინააღმდეგ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და „ჩემპვილის“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა – 108:86.
 
ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა 32 წუთი ითამაშა და 29 ქულასთან ერთად 12 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილმა 11-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს ლიბანის ნაკრების კაპიტანმა ფადი ხატიბმა ულიდერა, რომელმაც 42 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
 
„ჩემპვილი“ ლიბანის ჩემპიონატის მეორე რაუნდში მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 23 მარტს, „ჩემპვილი“ სტუმრად „ამჩიტს“ შეხვდება.