ცქიტიშვილის ტრანსფერი: იაპონიიდან ლიბანში 30 ქულით

ცქიტიშვილის ტრანსფერი: იაპონიიდან ლიბანში 30 ქულით

წარმატებული აღმოჩნდა ნიკა ცქიტიშვილის რე-დებიუტი ლიბანურ „ჩემპვილში“. ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი იაპონიის ჩემპიონატში დაიწყო, სადაც „ტოჩიგი ბრექსის“ ღირსებას იცავდა, თუმცა შუა სეზონში მან კლუბი შეიცვალა და თავის ძველ ნავთსაყუდელ ლიბანს დაუბრუნდა.
ცქიტიშვილის სადებიუტო მატჩი სტუმრად „ჰომენეტმენთან“ შედგა, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა“ 40 წუთში 30 ქულა, 16 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ნიკამ 15-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 47-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ეს გახლდათ ლიბანის ჩემპიონატის პირველი ტური. მეორე ტურში კი „ჩემპვილი“ ისევ სტუმრად, ამჯერად „მუტაჰედთან“ ითამაშებს.