კიდევ ერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა ესპანური “კახა სან ფერნანდოს” ქართველმა ფორვარდმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ, ევროლიგის გრანდ “ბარსელონასთან” მატჩში საქართველოს ნაკრების წევრმა 12 ქულა დააგროვა. ნიკამ 8 საჯარიმოდან ყველა გამოიყენა და შეხვედრა 6 მოხსნითაც დაასრულა. აღსანიშნავია, რომ სამი მეოთხედის მერე მასპინძლები მხოლოდ 9 ქულას აგებდნენ და მატჩის გადარჩენაც შეეძლოთ, მაგრამ ბოლო მეოთხედში “ბარსელონის” ლიდერებმა, ხუან კარლოს ნავარომ და იაკა ლაკოვიჩმა (ასევე 8-დან 8 ზუსტი საჯარიმო) საჭირო ქულები შესძინეს თავის გუნდს და ფავორიტმა მატჩი 95:85 მოიგო.
კახა სან ფერნანდო – ბარსელონა 85:9521:23, 19:29, 26:23, 19:20კახა სან ფერნანდო: დ. ალექსანდერი (24 ქ. 6 მ), ვიდენოვი (21 ქ), ნიკა ცქიტიშვილი (16 წუთი, 12 ქულა, 6 მოხსნა), ფემერლინგი (10 ქ. 8 მ).ბარსელონა: ლაკოვიჩი (19 ქ), კაკიუზისი (17 ქ), ნავარო (16 ქ), ფრან ვასკესი (12 ქ), ტრიასი (10 ქ).
ნიკა ცქიტიუშვილი ესპანეთის ჩემპიონატში გამართულ 8 მატჩში საშუალოდ 5.5 ქულას აგროვებს.
კახა სან ფერნანდო: 24 მატჩი, 12 მოგება, 12 წაგება, მე-9 ადგილი.