ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ევროპის ერთ–ერთ უძლიერესი გუნდის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მის „ფუენლაბრადას“ კი სულ ცოტა დააკლდა „სამეფო კლუბის“ დამარცხებამდე.
ეს მოხდა ესპანური პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში, სადაც ცქიტიშვილის გუნდი შინაურ არენაზე 84:88 დამარცხდა „რეალთან“, თუმცა ბოლო წუტებამდე რომ არაფერს უთმობდა ძლიერ მეტოქეს, ეს ანგარიშიდანაც ჩანს.
ცქიტიშვილმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 32 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა მადრიდელებს 19 ქულა ჩაუგდო, 6 ბურთი მოხსა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. ნიკამ 10–დან 3 ორიანი გამოიყენა, 7–დან 3 სამქულიანი ცააგდო, რასაც 2–დან 1 საჯარიმოც მოაყოლა. მასზე მეტი ქულა მის გუნდში არავის ჰქონია – მხოლოდ საულ ბლანკომ მოაგროვა ასევე 19 ქულა.
ცნობისთვის, ცქიტიშვილმა პირველი წრის მატჩში 15 ქულა ჩაუგდო “რეალს”.
28 თამაშის შემდეგ „ფუენლაბრადა“ მე–9 ადგილზეა და პრიმერადივიზიონიდან გავარდნა არ ემუქრება, თუმცა საპრიზო ადგილებისთვისაც ვეღარ იბრძოლებს.
ცქიტიშვილი მადრიდელი ალექს ავრილის
დაფარებას ცდილობს