ცქიტიშვილმა “ფუენლაბრადას” 9 ქულა მიაშველა

         ესპანეთის პრიმერადივიზიონი
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მატჩში 9 ქულა, 3 მოხსნა და და 1 პასი მოაგროვა, მისმა „ფუენლაბრადამ“ კი „ვალიადოლიდი“ 78:70 დაამარცხა და ცხრილში მე–12 ადგილზე აღზევდა.
ცქიტიშვილი ფუენლაბრადელთა ხუთეულში იყო და მოედანზე 19,20 წუთი გაატარა. ნიკამ ვალიადოლელთა ფარს 4–ჯერ შეუტია სამქულიანი დისტანციიდან და 3 ჩააგდო, ხოლო 1 ორიანი კი აუცდა.