ცქიტიშვილმა “ფუენლაბრადას” ხუთეულში ითამაშა

ნიკოლოზ ცქიტიშვილი–”პანიონიოსის” საქმე ქართველი კალათბურთელის სასარგებლოდ დასრულდა. როგორც ჩანს, „ფუენლაბრადამ“ მოცდა არ ისურვა, ბერძნულ „პანიონიოსს“ ცქიტიშვილისთვის საკომპენსაციო 25 ათასი ევრო გადაუხადა და „სკიტას“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურშივე მიეცა მოედანზე გასვლის შანსი.
ცქიტიშვილმა ხუთეულში ითამაშა „ფუენლაბრადას“ გასვლით მატჩში, თუმცა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი დაყო და შეხვედრა 3 ქულით, 2 მოხსნით, 2 პასით და თითო ჩაჭრა–დაფარებით დაასრულა. მისმა გუნდმა კი სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „გრან კანარიასთან“ – 77:70.
„ფუენლაბრადა“ 5 გამარჯვებითა და 7 მარცხით 9–12 ადგილებს იყოფს.
ცხრილში გაცილებით დაწინაურებულია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის ტაირონ ელისის „კახასოლი“, რომელმაც მორიგ ტურში “მურსია” 99:59 გაანადგურა და პრიმერადივიზიონის ცხრილში მე–5 ადგილზე გამაგრდა. ელისმა 22 წუთი ითამაშა და 8 ქულას, 2 პასს და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. ტაირონმა 4–დან 2 სამქულიანი და 2–დან 1 ორიანი ჩააგდო.
 
 

ცქიტიშვილი  კანარიელ ჯოშ ფიშერს აფარებს