12 ივნისს რეგიონებში 3 მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა „მართვე“ ქუთაისში სათამაშოდ არ ჩასულა და ამის გამო 0:20 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. რაც შეეხებათ ბათუმსა და გორში გამართულ შეხვედრებს, ორივე დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ამ მატჩებში ცხრილის მოწინავე სამი გუუნდი მონაწილეობდა და აღსანიშნავია, რომ 1-2-ზე მყოფნი დამარცხდნენ. „აკადემიამ“ სეზონის მე-2 წაგება ბათუმში, აჭარის ნაკრებთან განიცადა. გათამაშების ლიდერები არასერიოზულადფ მოეკიდნენ ბათუმელებთან მატჩს და სწორედ ზედმეტი თავდაჯერების გამო დამარცხდნენ.
რაც შეეხება გორში გამართულ შეხვედრას, იქაც მასპინძლებმა იმარჯვეს. შიდა ქართლის გუნდმა მეორეზე მყოფი „ჰიუნდაი“ დამატებით დროში – 4 ქულის სხვაობით დაამარცხა, რაც გორელთა იმედის, გიორგი ხუბულაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ამჯერად 45 ქულა მიითვალა. აღსანიშნავია ასევე ხორბალაძის და ჩადუნელის კარგი თამაში, რომლებმაც დინამოელთა თავგამოდება საბოლოოდ გადასწონეს.
რომ არა რუსთავში გამოუცხადებლობის გამო ჩათვლილი ტექნიკური წაგება (0-ქულიანი), „გორი“ „ჰიუნდაის“ გადაასწრებდა. „აკადემიამ“ კი ერთპიროვნული პირველი ადგილი იმის ხარჯზე შეინარჩუნა, რომ „ჰიუნდაიც“ დამარცხდა.
12 ივნისი. გორი
გორი – ჰიუნდაი 74:70
17:11, 19:20, 13:14, 12:16, 13:9
გორი: გ. ხუბულაშვილი (45), გ. ხორბალაძე (19)
ჰიუნდაი: გ. გოგიტაშვილი (23), ნ. აბაშიძე (22)’
12 ივნისი. ბათუმი
აჭარის ნაკრები – აკადემია 69:62
12 ივნისი. ქუთაისი
ქუთაისი – მართვე 20:0