U-13: ფინალურ სერიაში “ჰიუნდაი” დაწინაურდა

U-13: ფინალურ სერიაში “ჰიუნდაი” დაწინაურდა

ფინალური სერია „ჰიუნდაის“ გამარჯვებით გაიხსნა. ირაკლი და ნიკო ჩერქეზიშვილების გაწვრთნილმა გუნდმა „აკადემიას“ ოთხივე მეოთხედი მოუგო და საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით – 83:67 დაამარცხა.

ჰიუნდაელები მატჩის დასაწყისში 4:0 რომ დაწინაურდნენ, მას შემდეგ „აკადემია“ ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდა, თუმცა მატჩი ისე დასრულდა, ეს ვერ მოახერხა. აკადემიელები უფრო ინდივიდუალობის ხარჯზე ცდილობდნენ ბურთის ჩაგდებას, მაგრამ კახა ჟღენტს და გიორგი კვაჭანტირაძეს ფარზე შესვლებისას ხსირად არ უმართლებდათ, რითაც „ჰიუნდაი“ სარგებლობდა და ლიდერობას იმყარებდა.

გიორგი გოგიტაშვილი ფარიდან ასხლეტილ ბურთების უმეტესობას ხსნიდა, წენგუაშვილი და აბაშიძე კი ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და „ჰიუნდაის“ უპირატესობა არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. პირველი ტაიმის შემდეგ ჰიუნდაელები 9 ქულით იგებდნენ, დიდი შესვენების შემდეგ კი ანგარიშში სხვაობამ 10 ქულას გადააჭარბა. მაქსიმუმი, რაც აკადემიელებმა მოახერხეს, რამდენჯერმე ანგარიშის 8 ქულამდე შემცირება იყო.
ფინალური სერიის მორიგი მატჩი 4 ივლისს, კვლავ საკალათბურთო აკადემიაში, 14 საათზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, „ჰიუნდაი“ ჩემპიონი გახდება. თუ სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 4 ივლისს, 14 საათზე გაიმართება.

აკადემია – ჰიუნდაი  67:83
20:24,14:19, 15:16, 18:24
აკადემია: ო. პერტაია (20),  კ. ჟღენტი (19), გ. კვაჭანტირაძე (11)
ჰიუნდაი: ნ. აბაშიძე (22), ლ. წენგუაშვილი (20), გ. გოგიტაშვილი (18)