საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში, სტამბოლის „გალათასარაი“ დაამარცხა და ამაღამ ესტონეთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრება. არჩილ ჟღენტის, მიხეილ კობეშავიძისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ „ისთანბულ ბასკეტი“ 31 ქულით გაანადგურა.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ტალინი 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილებული და პლეი ოფში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. საქართველო B ჯგუფშია უნგრეთთან, ბელარუსთან, ბულგარეთთან, ისლანდიასა და ხორვატიასთან.
ჩვენი ნაკრების კალენდარი შემდეგნაირია: 28 ივლისი – ისლანდია – საქართველო – 17:00 29 ივლისი – საქართველო – ბელარუსი – 14:45 30 ივლისი – ხორვატია – საქართველო – 21:30 1 აგვისტო – საქართველო – ბულგარეთი – 19:15 2 აგვისტო – საქართველო – უნგრეთი – 17:00 (მითითებულია თბილისის დროები)
საქართველოს ნაკრები ტალინში 11 კალათბურთელით გაემგავრება:
ოთარ პერტაია, კახა ჟღენტი, კოკა ფიფია, ნიკა ჩეჩელაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ცოტნე ცარციძე, ლადო ალავიძე, ივანე მეგენეიშვილი, ლუკა კალატოზიშვილი, ზურაბ ჟღენტი და ალექსანდრე კაკუბერი. რაც შეეხება გუნდის მე-12 წევრს, ნიკა მეცხვარიშვილს, მას თბილისში სახელმწიფო გამოცდა ჰქონდა ჩაასაბარებელი და გუნდს პირდაპირ ესტონეთში შეუერთდება.
ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შეგეძლებათ ფიბა-ს ოფიცილურ Youtube-ის გვერდზე: https://www.youtube.com/FIBA
გალათასარაი (U18) – (U18) საქართველო 47:63 10:17, 13:26, 12:18, 12:4
საქართველო: პერტაია (7), კ. ჟღენტი (8), ჩეჩელაშვილი (18), გაფრინდაშვილი (5), ცარციძე (9); ალავიძე (5), მეგენეიშვილი (2), ფიფია (5), კალატოზიშვილი (2), ზ. ჟღენტი (2), კაკუბერი (2)