უბექაო “ზაზა” “ბათუმმაც” დაამარცხა

უბექაო “ზაზა” “ბათუმმაც” დაამარცხა

გუშინ აგრარულ უნივერსიტეტში გამართული მატჩებიდან საინტერესო და
შედარებით დაძაბული მეორე ჯგუფის ფავორიტების – „ზაზასა“ და „ბათუმის“ შეხვედრა
გამოდგა. ზღვისპირელებმა მესამე მეოთხედში გატეხეს მეტოქე და დიდი ანგარიშითაც
იმარჯვეს.

ბათუმელებს ტრადიციულად ნაკრების წევრებმა – ნიკა რამიშვილმა და
ირაკლი მიქელაძემ ულიდერეს. თითქოს ეს 2 მოთამაშე ერთმანეთს ეჯიბრება, ვის უფრო
შთამბეჭდავი სტატისტიკა ექნებაო. „ზაზასთან“ მატჩშიც თავის ისახელა
რამიშვილ–მიქელაძის ტანდემმა. პირველმა 37 ქულა მოაგროვა, მეორემ – 25, საბოლოოდ
კი მთლიანად „ბათუმის“ გუნდმა იხეირა.

„ზაზა“ თამაშობდა ლიდერის, ესპანეთში წასული ბექა ბურჯანაძის გარეშე,
ამ კალათბურთელის გარეშე კი ამ გუნდს ფრთები შეეკვეცა. მესამე მეოთხედი
ბათუმელებმა 34:12 მოუგეს თბილისელებს და შეხედრის ბედიც აქ გადაწყდა.

დანარჩენ სამ მატჩში ბროლა თითქმის არ ყოფილა.  „ვერემ“ „თელავი“ 92:31 გაანადგურა, ხოლო
პირველი ჯგუფის ლიდერმა, დაუმარცხებელმა „აკადემია–1“–მა „მარნეულს“95:28 სძლია.

„იმედისა“ და „მართვეს“ დაპირისპირება ამ უკანასკნელის იოლი
გამარჯვებით დასრულდა, თუმცა პირველ მეოთხედში თანაბარი ბრძოლა იყო. ის კი არა, „იმედმა“
საწყისი ათწუთეული 16:15 მოიგო, მაგრამ მომდევნო პერიოდებში მართველებმა სოლიდური
უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 76:42 გაიმარჯვეს.