უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები სამშობლოში 3 მოგებით ბრუნდება

უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები სამშობლოში 3 მოგებით ბრუნდება

ამხანაგური მატჩი. რუსთვი. 15 ივლისი
საქართველო (U-18) 60:74 უკრაინა (U-18 )
15:21 20:17 10:23 15:13
საქართველო: ტეტელაშვილი, ბოქოლიშვილი (16), სანაძე (11), თენიეშვილი (11), მუმლაძე (2); ჩერქეზიშვილი (2), ელიაძე (7), ჭიჭვეიშვილი, რევაზაშვილი, კოღუაშვილი (3), ჯავახიშვილი (8)
უკრაინა: არტამონოვი (14), ბელიკოვი, კრუტოსი (6), პროკოპენკო (11), მარჩენკო (8), ბობროვი (11ქ, 10მ), ლენი (3), მიშულა (2), ტიხონოვი (10), ვირასტიუკი (6), მოტორჩუკი (3)
მსაჯები: ირაკლი ბერიშვილი, დემურ სადღობელაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
უკრაინელთა საკმაოდ ძლიერმა 18–წლამდელთა ნაკრებმა დღეს მესამე საკონტროლო შეხვედრაც მოუგო საქართველოს და ხვალ კიევში დაბრუნდება. დღევანდელი შეხვედრა ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაიმართა, მანამდელ შეხვედრებს კი რუსთავი მასპინძლობდა.
წინა მატჩებთან შედარებით ღეს ყველაზე ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა. ვიტალი ჟურავლიოვის გაწვრთნილმა 18–წლამდელებმა ქართველი თანატოლები 14 ქულის სხვაობით – 74:60 დაამარცხეს.
წინა მატჩების მსგავსად, საქართველოს ნაკრებს დუდა სანაძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერეს, ხოლო წინახაზელები ისევ ჩრდილში აღმოჩდნენ და უკრაინელ ტანმაღალ მოთამაშეებთან ვერაფერი გააწყვეს. შედეგიც სახეზეა. უკრაინამ სამი მატჩი მოგვიგო, ევროპის ჩემპიონატის (A დივიზიონი) წინ ძალები კიდევ უფრო მოიკრიბა, რითაც ჩვენს მწვრთნელებსაც საქმე გაუკეთა – ბევრი სუსტი წერტილი და ხარვეზი დაგვანახა.
ქართველი 18–წლამდელები 20 ივლისს ისრაელში მიემგზავრებიან, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსი სათამაშოდ, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ესტონეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და მონტენეგრო ეყოლება.