უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები თბილისში დღეს ჩამოვიდა

უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები თბილისში დღეს ჩამოვიდა

დღეს დილას კიევიდან უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები ჩამოფრინდა და სასტუმრო „სიმფატიაში“ დაბინავდა. უკრაინელები თბილისში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოწვევით, ქართველ თანატოლებთან სპარინგ–მატჩების გასამართად ჩამოვიდნენ.
 
უკრაინელი 18–წლამდელები ქართველი თანატოლებისგან განსხვავებით რანგით მაღალ, A დივიზიონში არიან და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში გაიმართება. ქართველი 18–წლამდელები კი ზუსტად ამ პერიოდში  ისრაელში – B დივიზიონში ითამაშებენ და შეეცდებიან ძლიერთა შორის აღზევებას.
 
ასე და ამგვარად, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია საკონტროლო მატჩები, სადაც უნდა გამოჩნდეს იმის ნაყოფი, რა სამუშაოც მწვრთნელებმა მოსამზადებელ პერიოდში გასწიეს. თუმცა საკუთრივ ეს მატჩებიც მოსამზადებელია და შედეგზე მეტად ყურადღება უფრო კომბინაციების სრულყოფას, გუნდურობას და სხვა სათამაშო კომპონენტებს მიექცევა.
 
საქართველო და უკრაინა 3 საკონტროლო მატჩს გამართავენ – 14, 15 და 16 ივლისს. სამივე მატჩი რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში გაიმართება და სამივე ერთ დროს – 18 საათზე დაიწყება.
 
ჟურნალისტების საყურადღებოდ! დღეს, 13 ივლისს, 17 საათზე, უკრაინის ნაკრები თბილისში, ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში ვარჯიშს გამართავს
 
 
უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრების სრული შემადგენლობა 

ნომერი

სახელი, გვარი

სიმაღლე

დაბადების თარიღი
4

პაველ კრუტოუსი

195

09.04.1992
10

ალექსანდრ ბრასლავსკი

178

07.08.1992
11

ალექსანდრ პროკოპენკო

188

01.05.1992
12

ბოგდან ფრიკე

190

16.05.1992
13

ვიაჩესლავ ბობროვი

201

19.09.1992
20

მაქსიმ ლუცენკო

186

30.01.1993
23

დიმიტრი მარჩენკო

202

17.01.1992
32

კლიმ არტამონოვი

176

05.11.1993
33

ალექსანდრ ბელიკოვი

200

31.05.1992
34

ალექსეი ლენი

210

16.06.1993
39

ალექსანდრ მიშულა

187

18.04.1992
44

რომან ვირასტიუკი

202

19.04.1992
50

ვიაჩესლავ მოტორჩუკი

204

09.02.1992
 

დენის ჟურავლიოვი

მთავარი მწვრთნელი
 

ვლადიმირ კოვალი

ასისტენტი მწვრთნელი
 

დიმიტრი ტიხონოვი

ექიმი

 
უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები თბილისის აეროპორტში