წაგებით დაიწყო უკრაინული ვოიაჟი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი კიევში, “ბკ კიევის” დარბაზში უკრაინელ თანატოლებს შეხვდა და 61:82 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 12-12 ქულით ყველაზე შედეგიანები იყვნენ გიორგი შერმადინი და მიხეილ ჭოჭუა, ხოლო ნაკრების კაპიტანმა რეზო დიდიამ კი 20 წუთში თამაშიდან ყველა სროლა ააცილა და შეხვედრა უქულოდ ჩაამთავრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იდენტურ ოპონენტთან კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. მასპინძლებმა 16 სამქულიანიდან 9 გამოიყენეს, ხოლო საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი 21 შორეული სროლიდან მხოლოდ 8 გამოყენებული მცდელობა იყო.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “პირველი 20 წუთი ძალიან ცუდად ჩავატარეთ და უკრაინამ დიდი უპირატესობა მოიპოვა. დიდი შესვენების შემდეგ ტამაში გამოვასწორეთ, რაც პირველ რიგში დაცვაში სტაბილურობის მოპოვებაში აისახა, მაგრამ ძალიან დიდი ჰანდიკაპი იყო შექმნილი და საბოლოოდ მაინც დავმარცხდით. მეორე შეხვედრაში ამჯერად დაშვებული შეცდომების აღმოხვრას ვეცდებით.”
უკრაინა (U20) – საქართველო (U20) 82:6126:15, 31:16, 14:12, 11:18
უკრაინა: კოლჩენკო (19 ქ. 4 პ), ველხოვეცკი (18 ქ).
საქართველო: შერმადინი (12 ქ. 3 მ), ჭოჭუა (12 ქ. 3 მ), მათიაშვილი (10 ქ. 3 მ), ფაცაცია (8 ქ. 2 მ. 2 დ), მ. ბერიშვილი (8 ქ. 3 მ), გაფრინდაშვილი (6 ქ), ფარღალავა (5 ქ. 2 ჩ), დიდია (უქულოდ, 3 მ), ლაფანაშვილი, ცეკვავა, ჯგერენაია, წივწივაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილიასისტენტი: გელა წულაძე