უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია (ვიდეო)

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დღეს, უნგრეთის დროით 11 საათზე, მეში იშტვანის სახელობის დარბაზში ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვს ბიჭები დიდად არ დაუტვირთავს – მცირე დოზით ყველა კომპონენტში წაავარჯიშა და დაახლოებით 1 საათში ქართველებმა დარბაზი დატოვეს.
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. უნგრეთთან მატჩის განაცხადში არ იქნებიან მიხეილ ბერიშვილი და მიხეილ ჭოჭუა. ფეხს იტკიებდა და ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო, იქნებოდა თუ არა განაცხადში ნიკა მეტრეველი, რომელმაც დიდლის ვარჯიშზე შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა და 12-კაციან შემადგენლობაშიც მოხვდა.
უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში თუკი ჰანგა ითამაშებს, ის ქვემოთ წარმოდგენილ განაცხადში რომელიმე კალათბურთელის ადგილს დაიკავებს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ…