უქომაგეთ ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას EPAG-ის მხარდაჭერით Bitburger Sport Bar-ში

უქომაგეთ ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას EPAG-ის მხარდაჭერით Bitburger Sport Bar-ში

ამერიკის შეერთბული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ აქციას გთავაზობთ. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს დღეს გადამწყვეტი მატჩი ელის კლივლენდში. ფაჩულიას კლუბი, „გოლდენ სტეიტი“ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში 3:0 უგებს „კლივლენდს“ და ამაღამ სერიის მორიგი შეხვედრა ელის, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონი გახდება.
„გოლდენ სტეიტ უორიორზი“ იღებს ვიდეო-რგოლს ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერებზე და აგზავნის გადამღებ ჯგუფს საქართელოში. შესაძლებელია, თამაშის მსვლელობისას გაკეთდეს პირდაპირი ჩართვაც. ამერიკიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფი „კლივლენდისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩის დროს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Bitburger Sport Bar-ში იქნება მობილიზებული, სადაც აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე განხორციელდება.

Bitburger Sport Bar-ში თამაშის პირდაპირ ეთერზე დასწრება თავისუფალია. მატჩის დაწყების დრო: 05:00 საათი, 10 ივნისი (პარასკევიდან-შაბათის ღამე). დაწვრილებითი ინფორმაცია ნომერზე: http://bit.ly/2rQJ8PJ ტელ: 570 105 131.
 
Facebook: htpp://bit.ly/2slhc9p email: epag.info@gmail.com