გუშინ ერთი რიგითი მატჩი გაიმართა თევალში, სადაც „ვერემ“ იოლად დაამარცხა
მასპინძელი და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ–ერთი აუტსაიდერი. ეს მატჩი არ მიიქცევდა დიდ
ყურადღებას, რომ არა ერთი გამორჩეული რამ: ვერელმა ვახო ჯინჯიხაძემ 66 ქულა მიითვალა.
თავად მატჩი არ ყოფილა დაძაბული. თელაველებს არ ჰყავთ ისეთი გუნდი, რომ
ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს ბრძოლა გაუმართონ. ვერელებმა პირველი მეოთხედი
22:8 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდეს.
თბილისელთაგან ქულებს უმეტეს წილად ჯინჯიხაძე ითვლიდა. მან 28 ცდიდან
18 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 8 სამინიდან 5 მოათავსა თელაველთა კალათში. ამის გარდა,
ჯინჯიხაძე გამუდმებით შედიოდა ფარქვეშ და მას მასპინძლები ჯარიმებით აჩერებდნენ.
მას 22–ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა, საიდანაც 15 ჩააგდო და მთლიანობაში 66 ქულა დააგროვა,
რაც მიმდინარე სეზონის, ასევე ბოლო წლების რეკორდია.
მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=156