ვეტერანი კალათბურთელი, სპორტის ოსტატი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის პრეზიდენტი – ვაჯლერი ლომაძე იუბილარია. სპორტის დამსახურებული მუშაკი და არაჩვეულებრივი პიროვნება დღეს 75 წლის გახდა.
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ იუბილარს საპატიო სიგელი გადსცა კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ბატონ ვალერს სიგელთან ერთად კალათბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ ეროვნული ნაკრების მაისურაც გადასცა.
შესანიშნავ სპორტსმენთან ერთად ბატონი ვალერი გამორჩეული სპორტული მუშაკი გახლდათ და თავის საქმიანობას დღესაც წარმატებით აგრძელებს. გაგაცნობთ ვალერი ლომაძის სპორტულ მიღწევებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების არასრულ სიას:
– საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადის პრიზიორი
– საბჭოთა კავშირის სტუდენტთა თამაშების სამგზის ჩემპიონი
– თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი
– აქართველოს მრავალგზის ჩემპიონი
– საბჭოთა კავშირის “დინამოს” ნაკრები გუნდის შემადგენლობაში ევროპის და აზიის 9 ქვეყნის დინამოელთა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირების ორგზის გამარჯვებული
– 1961 წლის შედეგების მიხედვით დასახელებულია საბჭოთა კავშირის 25 უძლიერეს კალათბურთელს შორის.
27 წლის განმავლობაში ვალერი ლომაძე ემსახურებოდა სპორტის მატერიალური ბაზის განვითარებას. იყო საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 15 წლის განმავლობაში სპორტკომიტეტის კოლეგიის წევრი, შემდგომ 10 წლის განმავლობაში თბილისის სპორტის სასახლის გენერალური დირექტორი. მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული მუშაკის და საბჭოთა კავშირის სპორტის წარჩინებული მუშაკის წოდებ. არის ღირსების ორდენის კავალერი.
ბატონივალერი დაჯილდოვებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. მიღებული აქვს მადლობის ფურცელი თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტიდან და საქალაქო საბჭოს აღმასკომიდან “დინამოს” სტადიონის რეკონსტრუქცია-მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის.
1975 წელს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით თბილისის ველოტრეკის და ჭადრაკის სასახლის ექსპლუატაციაშ დროულად ჩაბარებისთვის. ამჟამად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი და ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის პრეზიდენტია.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნამდე,ვალერი ლომაძის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა თვითდაფინანსების პრინციპით, დამოუკიდებელ ბალანსზე სპორტკომიტეტთან არსებული სპორტულ ნაგებობათა სამმართველო. სპორტის მატერიალური განვითარების მიზნით, სპორტულ ნაგებობათა სამმართველოსთან მან შექმნა ჯერ საპროექტო კანტორა “სპორტპროექტი”, შემდეგ კი პარალელურად შეიქმნა ორი სამშენებლო ტრესტი – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ამ ტრესტების დაქვემდებარებაში – სენაკში, ქუთაისში, მცხეთაში და თბილისში შეიქმნა სამშენებლო კომბინატები. აგრეთვე თბილისში შეიქმნა სპეციალიზებული სამმართველო, რომლის საქმიანობა იყო სპორტულ ნაგებობებში საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოს მონტაჟი და მძლეოსნობის სარბენ ბილიკებზე ეგრედწოდებული “ტარტანის” და “რეკორტანის დაგება.
უშუალოდ ვალერი ლომაძის დაქვემდებარებულ საპროექტო კანტორის და სამშენებლო ტრესტების მეშვეობით საქართველოში აშენდა მრავალი ობიექტი. გთავაზობთ ნაგებობათა არასრულ ჩამონათვალს:
1. მძლეოსნობის მანჟი 70-ადგილიანი საცხოვრებელით – პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ქალაქ თბილისში (ვაკე).
2. ვაკის დახურულ საცურაო აუზზე საჭყუმპალოს მოშენება საცხოვრებლით პერსპექტიული სპორტსმენებისთვის.
3. კალათბურთის 2 დარბაზი ვერის ბაღში.
4. ძიუდოს დარბაზი ვაკეშ.
5. ძალოსნობის და ფარიკაობის დარბაზებზე მაგიდის ჩოგბურთის დარბაზის დაშენება (ვაკეში)
6. ფიზკულტურის ინსტიტუტის სამდარბაზიანი კორპუსი – ამჟამად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა – ვაკეში. შენიშვნა: ფიზკულტურის ინსტიტუტის სამდარბაზიანი კორპუსი იმიტომ დავარქვით, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ადმინისტრაციული შენობების და სპორტული ნაგებობების მშენებლობა, გარდა სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისა.
7. ლანჩხუთის სტადიონის აშენება და სოფელ გრიგოლეთში ფეხბურთელთა საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია.
8. სენაკის სტადიონის რეკონსტრუქცია.
9. ხაშურის სტადიონის რეკონსტრუქცია.
10. ბორჯომის სტადიონის ტერიტორიაზე ჭიდაობის დარბაზის და სპორტსმენებისთვის სასტუმროს რეკონსტრუქცია.
11. სპორტკომიტეტის წყალჯომარდობის ბაზის მშენებლობა 70-ადგილიანი საცხოვრებლით სასადილოთი ქალაქ ფოთში. მდინარე კაპარჭაზე სამსაჯო კოშკის და 500-ადგილინი ტრიბუნის მოწყობა მაყურებლებისთვის.
12. ბაკურიანში – 40-მეტრიანი ტრამპლინის და საციგურაო ტრასის აშენება, 70 და 90-მეტრიანი ტრამპლინების რეკონსტრუქცია, ტრამპლინებთან საბაგირო გზის მონტაჟი. საბაგირო გზის “კოხტა 1”-ის რეკონსტრუქცია და ბიატლონისტებისთვის ტრასის და სასროლეთის მოწყობა.
13. ლესელიძეში – ტანვარჯიშის დარბაზის გაგრძელება – მიშენება 28 მეტრით, 200-დგილიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება, კინოს დარბაზზე და სასადილოზე საცხოვრებლის დაშენება საპატიო სტუმრებისთვის – ლუქსები. კალათბურთის დარბაზის აშენება. 42X24 მეტრზე ძალოსნების დარბაზის აშენება, 2 საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია. მძლეოსნობის მანეჟის აშენებ, სადაც სარბენ ბილიკზე სპეციალური საფარი “ტარტანი” დაიგო.
14. ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენება – ვაკეში.
15. წყალჯომარდობის დარბაზის 3 აუზით აშენება – ვაკეში და სხვა.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყველა თანამშრომელი გულითადად ულოცავს ვალერი ლომაძეს 75 წლის იუბილეს და უსურვებს დიდ ხანს სიცოცხლეს ქართული კალათბურთის და მთლიანად სპორტის საკეთილდღეოდ.