ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასის გათამაშების ნახევარფინალშია

ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც კუნთის დაჭიმულობის გამო იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი გამოტოვა, მოედანს დაუბრუნდა. მისი ბოლონიური გუნდი „კანადიან სოლარი“ სათასო მატჩში „კასერტას“ ხვდებოდა და 88:78 მოუგო.
სანიკიძემ ამ მატჩში 18 წუთს ითამაშა და 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან თავისიანთა შორის ყველაზე მეტჯერ მოხსნა ბურთი, რამაც ბოლონიელებს ფარქვეშ თამაში გაუადვილა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მიიყვანა.
სანიკიძემ 5–ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 2 ბურთი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა და 4 ქულას დასჯერდა.
ეს გახლავთ იტალიის თასის გათამაშების საუკეთესო 8 გუნდის ფინალური ტურნირი, რომელიც იტალიის ქალაქ აველინოში იმართება. ამ მოგებით ბოლონიელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ხვალ მასპინძელი ქალაქის გუნდ „ეარ აველინოს“ შეერკინება.
 

ვიქტორ სანიკიძე “კასერტას” ამერიკელი
ლეგიონერის, ჯონს ჯუმეინის წინააღმდეგ