ვიქტორი იტალიის თასს ვეღარ შესწვდა

ვიქტორი იტალიის თასს ვეღარ შესწვდა

ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასს ვერ შეწვდა. ბოლონიურმა „კანადიან სოლარმა“ ფინალი იტალიის ბოლო წლების უდაოდ ყველაზე მძლავრ გუნდ „სიენასთან 75:83 წააგო.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბოლონიელებს შანსი ბოლომდე ჰქონდათ. პირველი მეოთხედი სიენელებმა მხოლოდ 1 ქულით მოიგეს, თუმცა მეორესა და მესამე ათწუთეულში უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს. ბოლო პერიოდში ბოლონიელებმა ისევ ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები აღარ ეყოთ.
ვიქტორ სანიკიძე თამაშშ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. 4 ცდიდან ვიქტორმა 2 ორქულიანი ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს გახლდათ – 4 ქულა. სანიკიძემ ნახევარფინალის მსგავსად თავისიანთა შორის ამჯერადაც ყველაზე მეტი მოხსნა მიითვალა – 6, რასაც 1 პასიც მოაყოლა.
სიენელებს კი ამ გუნდის ძველმა გვარდიელებმა – შონ სტოუნრუკმა და რომან სატომ ულიდერეს.