ვიტორიელებმა თორნიკე შენგელიას მაისური გადასცეს და მედიას წარუდგინეს

ვიტორიელებმა თორნიკე შენგელიას მაისური გადასცეს და მედიას წარუდგინეს

თორნიკე შენგელია რომ ესპანურ „ლაბორალ კუტხაში“ გადავიდა, 2 კვირაზე მეტია, გადაწყდა. დღეს კი ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში ქართველ ფორვარდს კლუბის მაისურა გადასცეს და მასმედიას წარუდგინეს.
შენგელიას, რომელმაც მანამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა, თავდაპირველად მისი შვილის შესახებ დაეკითხნენ. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თორნიკეს ვაჟი შეეძინა, რომელიც მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს.

ტრანსფერი შეახებ შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა:  “ეს, ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. “ლაბორალ კუჩა” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და იმედი მაქვს, რომ აქ განვითარებისთვის კარგი შანსი მომეცემა. თამაში რამოდენიმე პოზიციაზე შემიძლია და იქ გავირჯები, სადაც გუნდს დასჭირდება”
ქართველ ფორვარდს ნბა–ში გატარებული დროც გაახენებინეს: “ვფიქრობ, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მიღებული გამოცდილება აქაც შემეშველება. ბოლომდე დავიხარჯები, რათა “ლაბორალ კუჩას” დახმარება გავუწიო”.
შეგახსენებთ, რომ “ბრუკლინ ნეთსში” თორნიკეს თანაგუნდელი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ლიდერი მირზა ტელეტოვიჩიც იყო, რომელიც თავის დროზე ბასკური კლუბის ვარსკვლავი გახლდათ.
“მირზამ გადაწყვეტილება მომიწონა და მითხრა, რომ ძალიან კარგ კლუბსა და ქალაქში მივდივარ”, – აღნიშნა შენგელიამ.
ფელიქს ფერნანდესის განცხადებით, “ლაბორალ კუჩა” აგვისტოს შუა რიცხვებში შეიკრიბება და ქვეყნის სუპერთასის მზადებას დაიწყებს. გამოდის, რომ შენგელია, რომელიც მიმდინარე ზაფხულს სანაკრებო ამბებით იქნება დაკავებული, ახალ კლუბს მოგვიანებით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ეროვნულ გუნდში 20 ივლსიდან უნდა გამოცხადდეს, როდესაც ნაკრები სლოვენიურ პოდჩეტრტეკში მორიგ შეკრებას დაიწყებს. ისიც ვთქვათ, რომ ქართველ კალათბურთელებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩი 27 აგვისტოს ელით.