ვლადიმერ ბოისამ სეზონი ოქროს გარეშე და ტრავმით დაასრულა

ვლადიმერ ბოისამ სეზონი ოქროს გარეშე და ტრავმით დაასრულა

ვლადიმერ ბოისას გარეშე დარჩენილმა ზადარელებმა ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიის ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა ზაგრებში 73:95 წააგეს „ციბონასთან“ და ქვეყნის უმთავრესი ტიტული დაკარგეს.
„ზადარმა“ ფინალური სერია ზაგრებში გამარჯვებით გახსნა, რასაც შინ მოგებაც მიაყოლა და საერთო ჯამში 2:0 დაწინაურდა. ჩემპიონობამდე ბოისას გუნდს 1 ნაბიჯი აშორებდათ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი წააგეს და ჩემპიონობა „ციბონას“ გადაულოცეს.
ვლადიმერ ბოისამ წინა შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გამოჩენილა. ბოისამ ვერც წუხელ ითამაშა და როგორც აღმოჩნდა, მის გარეშე ზადარელებს შანსი არ ჰქონდათ. ყველა აქამდელი შეხვედრა ბრძოლაში წარიმართა, ხოლო წუხანდელ მატჩს ინტრიგა არ ჰქონია, იმდენად დიდი იყო მასპინძელი „ციბონას“ უპირატესობა.
ასე და ამგვარად, ვლადიმერ ბოისა წლეულს ვერცხლის მედალს დასჯერდა, თუმცა ის მაინც ერთ–ერთ ყველაზე ტიტულოვან კალათბურთელად რჩება მათ შორის, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია.
 

“ციბონა ” ზეიმობს, ბოისას კი ოქროს მედლის ნაცვლად ტრავმა “ერგო”