ვლადიმერ ბოისას არისი ევროლიგაზე დამარცხდა

მილანში, ვლადიმერ ბოისა და მისი “არისი” “არმანი ჯინსთან” დაძაბულ შეხვედრაში 69:77 დამარცხდა.ბოლო მეოთხედამდე თანაბარი თამაში მიდიოდა და გორდონ ჰერბერტის “არიზი” უკანასკნელი 10 წუთის დაწყებამდე 1 ქულას (55:54) იგებდა, თუმცა ბოლოში მეტი ზუსტი სროლა მასპინძლებმა შეასრულეს და “არისი” ევროლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ჯგუფურ ეტაპზე მე-12 შეხვედრაში მეექვსედ დამარცხდა.

ბოისა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი გამოცდილმა ფორვარდმა მატჩი 12 წუთში 3 ქულითა და უშეცდომოდ დაასრულა. ვლადიმერმა ერთადერთი სამქულიანი გამოიყენა და ერთი საშუალო სროლა არაზუსტად შეასრულა. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი დანილო გალინარი იყო, რომელმაც მასპინძლებს 31 წუთში 20 ქულა შემატა.
სატურნირო მდგომარეობაB ჯგუფი
1. უნიკახა 9:3 +1152. ლიეტუვოს რიტასი 9:3 +1133. მაკაბი 8:3 +274. ეფეს პილზენი 8:4 +465. არისი 6:6 -216. ციბონა 4:7 -837. არმანი ჯინსი 3:9 -578. ლე მანი 0:12 -140
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.