საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ ხორვატიული „ზადარის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მის შთამბეჭდავ თამაშს ის ახუნებს, რომ ხორვატულმა გუნდმა წააგო – ეს მოხდა ევროთასის ტურნირის ეგიდით – „ზადარმა“ იერუსალიმში „ჰაპოელთან“ 74:93 დათმო.
ბოისა ხუთეულში იყო და თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 35 წუთი ითამაშა და სტატისტიკაც სხვებზე უკეთესი ჰქონდა. ვლადიმერმა 7–დან 4 ორქულიანი, 7–დან 2 სამიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში 17 ქულა მოაგროვა და ზადარელთაგან ბომბარდირიც გახდა. ბოისამ ფარზეც კარგად იმუშავა – თავისიანთა შორის ყველაზე მეტი, 8 ბურთი მოხსნა და ამას თითი ჩაჭრა–პასიც მოაყოლა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.
ერთი სიტყვით, ბოისა ერთი თავით მაღა იდგა თავის თანაგუნდელებზე, მაგრამ საბოლოოდ ამან არ იკმარა და „ზადარი“ ისრაელში უშანსოდ დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ იერუსალიმელები, რომლებსაც დიჟონ ტომპსონი (20 ქულა) და პუჰ ჯეტერი (18 ქულა) წინამძღოლობდნენ, უკვე 20 ქულას უგებდნენ ზადარელებს, ხოლო გადამწყვეტი ათწუთეული წინ 73:50 ლიდერობდნენ.
ამ მარცხმა „ზადარი“ ევროთასის C ჯგუფის ბოლო, მეოთხე ადგილზე გაამწესა, თუმცა ხორვატების დარად 1 მოგება და 2 მარცხი აქვს ლიტვურ „შაულიაის“, ხოლო 1–2 ადგილებს „ჰაპოელი“ და ბერძნული „არისი“ იყოფენ.
პირველი წრე ამით დასრულდა, ხოლო ზადარელები მომდევნო მატჩშივე ეცდებიან ებრაელებზე შურისძიებას. მომდევნო, 15 დეკემბრის ტურში ბოისას გუნდი სწორედ „ჰაპოელს“ მასპინძლობს.
ბურთითაა ვლადიმერ ბოისა