საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა ჰოქსის” წევრი ზაზა ფაჩულია ESPN-მა NBA-ს რეგულარულის შედეგების მიხედვით ლიგის 20 საუკეთესო ლეგიონერში დაასახელა. ფაჩულია მე-20 პოზიციაზე გავიდა და ისეთ მოთამაშეებს გაუსწრო, როგორებიც დარკო მილიჩიჩი, ნენად კრსტიჩი, ბორის დიაო, ხორხე გარბახოსა და ჰედო თურქოღლუ არიან. წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი, იტალიელი ანდრეა ბარნიანი 30-ე ადგილზე გავიდა.
პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება
1. დირკ ნოვიცკი (გერმანია)2. ტიმ დანკანი (ვირჯინიის კუნძულები)3. სტივ ნეში (კანადა)4. იაო მინი (ჩინეთი)5. პაუ გასოლი (ესპანეთი)6. მანუ ჯინობილი (არგენტინა)7. ტონი პარკერი (საფრანგეთი)8. ლუოლ დენგი (სუდანი-დიდი ბრიტანეთი)9. მეჰმეთ ოქური (თურქეთი)10. ბენ გორდონი (იამაიკა)11. ლეანდრო ბარბოსა (ბრაზილია)12. ნენე (ბრაზილია)13. ანდრეი კირილენკო (რუსეთი)14. ჟიდრუნას ილგაუსკასი (ლიტვა)15. ანდრეს ნოჩიონი (არგენტინა)16. პეჟა სტოიაკოვიჩი (სერბეთი)17. ხოსე კალდერონი (ესპანეთი)18. ენდრიუ ბოგუტი (ავსტრალია)19. ანდრის ბიედრინსი (ლატვია)20. ზაზა ფაჩულია (საქართველო).