ზაზა ფაჩულია დაშავდა–”ატლანტამ” პირველად წააგო

ორი ცუდი ამბავი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრ ზაზა ფაჩულიას უკავშირდება. “ატლანტა ჰოუქსმა” მიმდინარე სეზონში ექვსი მოგების შემდეგ პირველად წააგო, თანაც ქართველი ცენტრი დაშავდა. რამდენად სერიოზულია  ტრავმა, ჯერ არაა ცნობილი, თუმც იმედია, სერიოზული არაფერია.საკუთრივ თამაში კი ძალიან დასანანად წააგეს ატლანტელებმა. თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე ფაჩულიას გუნდელები ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი სროლა პოლ პირსმა იკისრა და ნბა–ს მოქმედ ჩემპიონს გაამარჯვებინა – 103:102.წაგების მიუხედავად კმაყოფილი იყო “ატლანტა ჰოქსის” თავკაცი მაიკ ვუდსონი: “ბოლო წამებზე წაგებულ მატჩებს ვერ ვიტან. მათი გახსენება ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი – ბოსტონურ შეხვედრას საოცარი ფინალი ჰქონდა: დიდმა კალათბურთელმა (პირსი იგულისხმება) დიდებული ტყორცნა შეასრულა და თამაშის გადარჩენის შანსი აღარ დაგვიტოვა”.
 

ფაჩულიას და გარნეტის შეხლა წინა სეზონის საპლეიოფო მატჩში 
ქართველმა ცენტრმა ეს შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 20 წუთი შეუცვლელად ითამაშა. იგი მწვრთნელმა სწორედ მაშინ შეცვალა, როცა კევინ გარნეტმა დაუფარა. ფაჩულიამ საწყისი 20 წუთი ნორმალურად ჩაატარა, 7 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. სწორედ ქართველი ცენტრის საჯარიმოებისა და ორქულიანის წყალობით მოიპოვა “ჰოქსმა” მეორე მეოთხედში 11-ქიულიანი უპირატესობა, რომელიც მალე 16-ამდე ავიდა – 44:28. თუმცა, ჯორჯიელებს მომდევნო 4 წუთში ხელ–ფეხი შეეკრათ და “ბოსტონმა” ანგარიში გაათანაბრა – 46:46. ორწუთიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ფაჩულიამ ორი ზუსტი საჯარიმოთი თანაგუნდელები კვლავ დააწინაურა (48:46), მაგრამ მალე ისევ მოუხდა მოედნის დატოვება. ეს იძულებული შეცვლა იყო: ზაზამ მხარი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.ერთი საინტერესო ამბავიც: მოგეხსენებათ, ზაზა ფაჩულიამ და “ბოსტონის” სუპერვარსკვლავმა კევინ გარნეტმა გასული სეზონის საპლეიოფო სერიაში იჩხუბეს.გუშინინდელი მატჩის დაწყებამდე, როცა მოთამაშეები ერთმანეთს ესალმებოდნენ, ერთი ულამაზო რამ მოხდა. კევინი ატლანტელებთან მივიდა და ყველას ხელი ჩამოართვა, ზაზა ფაჩულიას გარდა…ბოლოს ზაზას შესახებ ესპნ-ის საიტზე გამოქვეყნებუილ დახასიათებას შემოგთავაზებთ:“ქართველმა ცენტრმა სახელი გაითქვა გასულ სეზონში კევინ გარნეტთან შეხლა-შემოხლით. ფაჩულია თამაშობს მონდომებით, ძალისმიერად და ენერგიულად. ამ კომპონენტების შეზავებით იგი არა მხოლოდ ყვლა ატლანტელზე მაღლა დგას, არამედ მთლიანად ლიგაშიც გამორჩეულია. …მაგრამ, ასეთი გარჯა მის თამაშში  ხარვეზებს ხშირად კვეთავს.შეტევისას ზაზა მეტისმეტად მონდომებულია, ფარისკენ ენერგიულად მიიწევს, რაც მის გუნდს ხშირად ჯარიმად უჯდება. ფაჩულია დაცვაშიც არანაკლები სიხშირით ჯარიმდება. ქართველი ცენტრი მეტოქის ფარქვეშ თამაშისას ატლანტელთა შორის ყველაზე საშიშია. იგი სროლის სიზუსტითაც გამოირჩევა და მოხსნებისასაც არავის არაფერს უთმობს. ჯოშ სმიტის არყოფნაში მისი სასტარტო შემადგენლობაში ჩასმა სწორი ნაბიჯი იყო”.