ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 7 მოხსნა ჩიკაგოში

ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 7 მოხსნა ჩიკაგოში

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ ჩიკაგოში „ბულსთან“ 79:90 წააგო. მეორე მეოთხედში მასპინძლეთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა, თუმცა ატლანტელები არ დანებდნენ და მატჩის მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ბოლო მეოთხედში „ქორებმა“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.
 
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 37 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 7 მოხსნა 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ 5–დან 2 ორქულიანი და 8–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ატლანტელთაგან საუკეთესო კვლავ ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც 17 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. მატჩის გმირი დერიკ როუზი გახდა, რომელმაც ჩიკაგოელებს 23 ქულით უწინამძღოლა.
 
ჩიკაგოში წაგების შემდეგ „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–6 ადგილზე ჩამოქვეითდა. „ქორების“ აქტივში 19 მოგება და 13 მარცხია. ფაჩულიას გუნდი გასვლით ტურნეს 23 თებერვალს, ნიუ იორკში დაასრულებს, სადაც ჩინელ გენიოს ჯერემი ლინით მომძლავრებულ „ნიუ იორკს“ დაუპირისპირდება.
 

ზაზა ფაჩულიას ნასროლის დაფარებას კარლოს ბუზერი ამაოდ ცდილობს