ზაზა ფაჩულიას გუნდმა მაიამის მოუგო

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე დამატებით დროში 117:111 დაამარცხა შაკილ ონილისა და დუეინ უეიდის “მაიამი ჰიტი” და კიდევ უფრო გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. საქართველოს ნაკრების წევრი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და 29 წუთში თამაშიდან 6-ში 3 სროლა გამოიყენა და შვიდივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. მასპინძლეთა რიგებში 26-26 ქულა მერვინ უილიამსმა და ჯო ჯონსონმა დააგროვეს, ხოლო ონილის ანგარიშზე კი 16 ქულა იყო, თუმცა გამოცდილმა ცენტრმა ამ დროში 5 შეცდომა დაუშვა და 6 პერსონალური შენიშვნაც მიიღო.  ატლანტა: 25 მატჩი, 13:12, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში.
მომდევნო მატჩი: ვაშინგტონი – ატლანტა (21 დეკემბერი).

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.