მორიგი გამარჯვება მოიპოვა ოკეანისგაღმეთის რეგულარულში ზაზა ფაჩულიას “ჰოქსმა”, რომელმაც მორიგ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე კობი ბრაინატისა და პაუ გასოლის “ლეიკერსი” 98:95 დაამარცხა.მიუხედავად იმისა, რომ სამი მეოთხედის შემდეგ წინ სტუმრები იყვნენ, მასპინძლებმა მოახერხეს შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება და საბოლოოდ, მნიშვნელლოვანი გამარჯვება მოიპოვეს. “ჰოქსის” ახალბედა ფორვარდმა ელ ჰორფორდმა 20 მოხსნით პირადი რეკორდი დაამყარა.რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, საქართველოს ნაკრების ცენტრი ამჯერადაც სათადარიგოებში იყო და მატჩი 7 წუთში უქულოდ დაასრულა. მის ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა და ერთი დაფარება გახლდათ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
მომდევნო მატჩი: 8 თებერვალი (საკუთარ მოედანზე, “კლივლენდთან”).
ატლანტა: 45 მატჩი, 21:24, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.