ზაზა ფაჩულიას მილოცვა და სამადლობელი მიმართვა საქართველოს

ზაზა ფაჩულიას მილოცვა და სამადლობელი მიმართვა საქართველოს

მას შემდეგ, რაც გუშინ ნბა-ს ყველა ვარსკვლავის შუალედური გშედეგები გამოქვეყნდა და მსოფლიომ ქართველი ცენტრის სოლიდური დაწინაურების ამბავი შეიტყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “დალას მავერიკსის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა:
ზაზა ფაჩულია:“ გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია“.