ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვის დასრულებამდე 12 დღე რჩება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ წევრ ზაზა ფაჩულიას აქტიურად უჭერენ მხარს გულშემატკივრები. ფაჩულიას მხარდასაჭერ აქციას აგრძელებს დეველოპერული კომპანია Royal Group-ი, რომლის მხარდამჭერიც ამ კამპანიაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაც გახლავთ.
აქციის ფარგლებში შემოქმედებითი ჯგუფი ჩავიდა გორში, სადაც ქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის შენობაში შეხვდა სტუდენტებს და მერიის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობის, „დროა“-ს წარმომადგენლებიც. შეხვედრაზე ყველა დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ კამპანიის იდეას და უკვე ხვალიდან, გორში დაიწყება მოსახლეობის ინფორმაციული დატვირთვა.
თეა კიჩხუაშვილი (გორის მერიის მუნიციპალიტეტის სპორტის განყოფილების უფროსი): „ზაზა ფაჩულია ყველასთვის საყვარელი სპორტსმენია. ზაზას წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და გორი ზაზას გვერდში უდგას. კალათბურთი აქ ბევრს უყვარს და ფაჩულია საერთოდ ყველამ იცის. ზაზა ბევრის საყვარელი მოთამაშეა.“
ზურა თალაკვაძე (აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი): „შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა ენთუზიაზმით მოეკიდა ამ იდეას. დარჩენილ დროში ზაზამ ბევრი ხმა უნდა მიიღოს. გორში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქალაქი სპორტთან მეგობრობს.“
აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
შეგახსენებთ, ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:
1) შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.
თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე:https://secure.nba.com/membership/user/register/
2) ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში #nbavote zaza pachulia დ ვფოსტავთ.
3) შედიხართ საიტზე google.com. საძიებო სისტემაში ვწერთ nba vote mavs, რის შემდეგაც სისტემა მოძებნის „დალასის“ შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ „submit vote”. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ხმის მიცემა აქაც შესაძლებელია დღეში ერთხელ.
4) ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.
იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას!!!