ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი ლეიკერსთან

ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი ლეიკერსთან

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, “ატლანტა ჰოქსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე რეგულარულში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამართა და “ლეიკერსთან” 12 ქულითა და 12 მოხსნით (ასევე 1 შედეგიანი გადაცემით) გამოიჩინა თავი.
 
ქართველი ცენტრის აქტიური თამაშის მიუხედავად, “ჰოქსი” პირწმინდად დამარცხდა და პირველი ნახევრის ბოლოსკენ 41 ქულასაც კი აგებდა.
“ლეიკერსის” ვარსკვლავებმა, კობი ბრაიანტმა და პაუ გასოლმა შეხვედრა 23-23 ქულით დაასრულეს.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 50 მატჩი, 21:29, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 31 მატჩი (5 სასტარტოში), 4.8 ქულა, 3.9 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 20 თებერვალი (სტუმრად, “საკრამენტო”).