ზაზამ ტრავმის გამო მეორე მატჩი გამოტოვა

ზაზა ფაჩულიამ მეორე მატჩიც გამოტოვა ბარძაყის ტრავმის გამო. ქართველი ცენტრის დაბადების დღეს, 10 თებერვალს გამართულ მატჩში „ატლანტა ჰოუქსმა“ შინ მოულოდნელი და დასანანი მარცხი იწვნია აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალო გუნდ „მაიამისგან“ – 76:94.
ატლანტელებმა საწყისი მეოთხედი 7 ქულით კი მოიგეს, მაგრამ შემდეგ აირივნენ და მაიამელებისგან შტურმი იწვნიეს. მომდევნო სამი პერიოდი „მაიამიმ“ დამაჯერებლად მოიგო და საბოლოოდ საამაყო გამარჯვება მოიპოვა.
ფაჩულია ჯერაც აწუხებს ბარძაყი და არაა ცნობილი, როდის დაუბრუნდება მოედანს.
ატლანტელებმა კი ამ წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი „ბოსტონს“ „დაუთმეს“.