ჟურნალისტების საყურადღებოდ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო მატჩების ჩასატარებლად ლატვიასა და ფინეთში მიემგზავრება, საიდანაც პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთში გადაინაცვლებს. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 9 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში გაიმართება საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში 9 ივლისს, 12:30 საათზე.