ჟურნალისტების საყურადღებოდ!

დღეს, 29 ივნისს, სპორის ახალ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება საქართველოს ეროვნული „ბ“ ნაკრების ღია ვარჯიში. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი 15 ივნისიდან შეკრებაზეა და 1 ივლისს ჩინეთში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა ნაკრებებთან და კლუბებთან 9 მატჩს გამართავს.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე სპორტის ახალ სასახლეში დღეს, 18:30 საათისთვის.