ჟურნალისტების საყურადღებოდ

16 ივლისს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში, საწვრთნელ შეკრებაზე მიემგზავრება. გამგზავრების წინ ეროვნული ნაკრების წევრები ჟურნალისტებს შეხვდებიან. ხვალ, 15 ივნისს, ეროვნული ნაკრები სპორტის ახალ სასახლეში ივარჯიშებს, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება.
მას-მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) ხვალ, 15 ივნისს, 12:00 საათზე.