ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხვალ, 8 ნოემბერს, სასტუმრო “რედისონში” გაიმართება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის შეხვედრა თბილისის საკალათბურთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან. ეს არის რიგით მე-6 შეხვედრა იმ გრაფიკიდან, რომელიც ფედერაციის გამგეობამ საქართველოს საკალათბურთო ფენის წარმომადგენლებთან შესახვედრად დაგეგმა.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო “რედისონში” 8 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.