ჟურნალისტთა საყურადღებოდ

დღეს, 16 აპრილს, დიღმის მასივში მდებარე „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება თბილისში დაწყებულ საერთაშორისო საკალათბურთო კემს, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კლუბ „ლაბორალ კუჩას“ ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ტარდება.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე , სადაც პრესკონფერენცია13:00 საათზე დაიწყება.