ჟურნალისტთა საყურადღებოდ – ახალი პრეზიდენტის პირველი პრესკონფერენცია

დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე ფედერაციის სიახლეებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენცია ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში 12:30 საათისთვის.