ზვიად ბაბიაშვილი სუპერლიგა 2009–10–ის საუკეთესო მოთამაშეა

ზვიად ბაბიაშვილი სუპერლიგა 2009–10–ის საუკეთესო მოთამაშეა

კალათბურთის ფედერაციამ სუპერლიგის 2009–10 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. რესპოდენტებმა საუკეთესოდ ზვიად ბაბიაშვილი დაასახელეს

 რესპოდენტს უნდა დაესახელებინა სუპერლიგის სამი საუკეთესო მოთამაშე ადგილების მიხედვით, რომლებსაც შესაბამისი ქულები ეწერებოდათ – პირველ ადგილზე დასახელებულს 5 ქულა, მეორეს – 3 და მესამეადგილოსანს 2 ქულა.

 

გამოკითხვა ძალიან საინტერესო შედეგებით დასრულდა. „ენერჯი–ინვესტის“ ორმა მოთამაშემ: ზვიად ბაბიაშვილმა და კოტე ტუღუშმა 58–58 ქულა დააგროვეს. აქ კი საქმეში სხვა კრიტერიუმი ჩაერთო, რომლის თანახმადაც, იმ კალათბურთელს ენიჭება უპირატესობა, რომელიც მეტჯერ დასახელდა საუკეთესოდ. აქ კი ბაბიაშვილმა იმარჯვა, რომელმაც 8 გამოკითხულმა დაასახელა საუკეთესოდ, ხოლო ტუღუშს ასეთი პატივი 6–ისგან ერგო.

 

მესამე ადგილზე გავიდა თსუ–ს ფორვარდი დავით ბარბაქაძე, რომელიც ოდნავ ჩამორჩა 1–2 ადგილებზე გასულებს. ბარბაქაძემ 54 ქულა დააგროვა

 

ქვემოთ გთავაზობთ რესპოდენტებისა და მათი რჩეული მოთამაშეების ნუსხას – ასევე გამოკითხვის სრულ შედეგებს.

 

ზვიად ბაბიაშვილი                  8     
    2        6       
 58

კოტე ტუღუში                                6          6         
5          58

დავით ბარბაქაძე                           6          6          3          5

ანატოლი ბოისა                              3          4          4          35

ჟოლივეტ ტუჯანი                         1          1          2          12

დავით იმნაძე                                 1          1          2          12

გიორგი გაფრინდაშვილი             0          2          3          12

ბესიკ ლეჟავა                                   1          2          0          11

ფარნაოზ გურული                        1          0          0          5

ვახტანგ მინაშვილი                       0          1         
1          5

მერაბ ბოქოლიშვილი                    0          0          1          2

ბექა წივწივაძე                                0          0          1          2

გიორგი ნიკოლაძე                          0          0          1          2