საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალში გავიდა. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-3 ტურის მატჩი მალტასთან 19 ქულით – 38:57 წააგო, თუმცა მეორე ადგილზე გასვლა მაინც მოახერხა და პლეი ოფში შოტლანდიას შეხვდება.
ქართველებს გამოადგათ პირველ ტურში მონაკოს 37 ქულით განადგურება, რის შემდეგაც ავსტრიასთან და მალტასთან წააგეს და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 3-მა გუნდმა – საქართველოს, მალტამ და მონაკომ – თითო მოგება დააგროვეს. ამ 3 ნაკრებს შორის ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო საქართველო აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფში პირველზე გასული ავსტრიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა.
ჯვარედინი დაწყვილების შედეგად საქართველო ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებულ შოტლანდიას შეუწყვილდა, ავსტრია კი მასპინძელ მოლდოვას შეხვდება. მალტასთან მატჩში, რომელიც ქართველებმა ჩააგდეს, 10 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ნინო გადელია. ბომბარდირი კი 12 ქულით ნინო ბესაშვილი გახდა.
საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 7 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.
საქართველო – მალტა
სტატისტიკა: 38:57