მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გაემგზავრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის რანგით მე-3 – C დივიზიონში მიიღებს მონაწილეობას. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 3 ივლისს პირველი მატჩი გამართა და მონაკოს ნაკრები 77:40 დაამარცხა.
C დივიზიონში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი:
A ჯგუფი: ავსტრია, საქართელო, მონაკო, მალტა
B ჯგუფი: მოლდოვა, შოტლანდია, უელსი, გიბრალტარი
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობით იმყოფება:
ნონა ცომაია, ნინო გადელია, მარიამ დიდბარიძე, ქეთიდანელაშვილი, კესო ბარბაქაძე, ლიკა კვირკველია, თინათინ გოგლიძე, თამარ პაპუაშვილი, მაია დვალი, ხატია ქებურია, ნინო ბესაშვილი, სოფო მოსია
მონაკოსთან ქართველებს არ გასჭირვებიათ. ჩვენმა ნაკრებმა ყველა პერიოდი დამაჯერებლად მოიგო და საბოლოოდ 37 ქულით იმარჯვა. ჩვენს ნაკრებს 17 ქულით და 10 მოხსნით მაია დვალმა ულიდერა, ხოლო ბომბარდირი 20 ქულით ნინო გადელია გახდა. 7 ქულა დაგროვდა ქეთი დანელაშვილის ანგარიშზე, ხოლო ლიკა კვირკველიამ, თამარ პაპუაშვილმა და ხატია ქებურიამ შეხვედრა 6-6 ქულით დაასრულეს.
ჩვენს ჯგუფში ავსტრიამ მალტა 111:22 გაანადგურა. B ჯგუფში კი მოლდოვამ გიბრალტარს 62:45 აჯობა, ხოლობრიტანულ დერბიში შოტლანდიამ უელსს 61:48 მოუგო.
საქართველოს ნაკრებს 4 ივლისს ავსტრიასთან პრინციპული მატჩი ელის, რომელიც თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ჯგუფის ბოლო მატჩს ქართველები 5 ივლისს, მალტასთან, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავენ.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფის 2 საუკეთესო ნახევარფინალში გადაინაცვლებს, ხოლო ვერგასული გუნდები 5-8 ადგილებს გაითამაშებენ.
მოლდოვა – საქართველო
სტატისტიკა: 40:77