სენსაციური გამოდგა ქალთა ლიგის მორიგი მატჩი ,,ახმეტასა” და ქუთაისს შორის, სადაც გამარჯვება აქამდე მოუგებელმა და სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანმა ახმეტის გუნდმა მოიპოვა. ახმტელებმა ,,ქუთაისს” ტრადიციულად თელავში უმასპინძლეს და ,,იმერლებს” მინიმალური სხვაობით, 73:72 სძლიეს. შეხვედრის პირველი პერიოდი ,,ახმეტას”მცირე უპირატესობით წარიმართა (20:18), თუმცა მეორე მეოთხედში ქუტაისელებიც” გააქტიურდნენ და ტაიმი ფრედ, 34:34 დასრულდა.
დაძაბული გამოდგა მესამე ათწუთეული, რომლის მიწურულს დაწინაურება ქუთაისელებმა მოახერხეს და წინ 54:49 გავიდნენ. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა შეძლეს თამაშზე მობილიზება და დასკვნითი მეოთხედის პირველივე წუთზე სხვობა 3-ქულამდე შეამცირეს – 51:54. აღნიშნული პერიოდის დასაწყისში ახმეტელები მდევრის როლში აღმოჩნდნენ, რომლებმაც ათწუთეულის შუაწელში ჯერ საყაიმო ანგარიში, 61:61 დააფიქსირეს, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს – 64:62. ამის შემდეგ გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და დაძაბულობამაც პიკს მიაღწია. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე 72:70 წინ ახმეტელები გავიდნენ, თუმცა ქუთაისელები ნინო გაბიძაშვილის ზუსტი საჯარიმოების წყალობით მალევე გაუთანბრდნენ მეტოქეს და 18 წამით ადრე 72:72 დააფიქსირეს. ახმეტის გუნდის მოთამაშემ ნინო მამუკელაშვილმა 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა და საკუთარი გუნდი მინიმალური სხვაობით დააწინაურა – 73:72. დარჩენილ რამდენიმე წამში კი ქუთაისმა ვერაფერი გააწყო და შეხვედრაც ახმეტის გამარჯვებით დასრულდა.
ქუთაისის მხრიდან 23 ქულითა და 33 მოხსნით ნელი ჟორჟოლიანი გამოირჩა, ხოლო მოგებულთაგან საუკეთესო ნინო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 33 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. ორმაგი დუბლი შეარულა აგრეთვე მამუკელაშვილის თანაგუნდელმა ელა ზარავანდაშვილმა, რომელმაც 25 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.