ქალთა ლიგის მორიგი მატჩები შედგა თელავსა და თბილსიში. თელავში ,,ახმეტამ“ ,,ოლიმპს“ უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 42:79 მარცხი განიცადა.
ოლიმპის გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა მასპინძლებს და მიმდინარე სეზონში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ,,ახმეტის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ელა ზარავანდაშვილი გამოირჩა, რომელმაც 13 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა, ხოლო ,,ოლიმპის“ მხრიდან ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გამოიჩინა. ანა მაისურაძემ 19 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ხათუნა საჯაიას ანგარიშზე 15 ქულა და 14 მოხსნაა.
,,ოლიმპის“ მსგავსად იოლი გამარჯვება მოიპოვა ,,ზესტაფონმა“, რომელიც ,,ქუთაისს“ ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანაგრიშით 90:50 დაამარცხა. ზესტაფონელებს ულიდერა ნათია აბულაძე, რომელიც 37 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი და ამავდროულად მატჩის ბომბარდირი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აბულაძის თანაგუნდელმა თიკო ფოცხვერაშვილმა რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა და 24 მოხსნა შესძინა. ,,ქუთაისის“ მხრიდან კი ორმაგი დუბლით, 18 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი ნელი ჟორჟოლიანმა მიითვალა.