ქალთა ლიგის ორი შეხვედრა თელავსა და თბილისში გაიმართა. თელავში ,,ახმეტამ” ,,ოლიმპს” უმასპინძლა თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და დიდი სხვაობით, 58:85 დამარცხდა. ოლიმპელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმში 41:30 იმარჯვეს. შეხვედრის მეორე ნახევარში ოლიმპის გუნდმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მესამე პერიოდის ბოლოს 69:36 დააფიქსირა. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა ვერაფერი გააწყეს და მარცხი განიცადეს. ახმეტელბს 16 ქულა ნინო მამუკულაშვილმა შესძინა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთდერთი მოხსნა დააკლდა, ხოლო ოლიმპის გუნდში ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გამოიჩინა. ხათუნა საჯაიამ 27 ქულა, 22 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა (სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა), ხოლო ლალი ურუშაძის ანგარიშზე 21 ქულა და 11 მოხსნაა.
საინტერესო გამოდგა ,,ოლიმპისა” და ,,ზესტაფონის” შეხვედრა, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. მატჩი ძალინ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ოლიმპელთა გამარჯვებით, 81:78 დასრულდა. საწყისი წუთები ქულა-ქულაში წარიმართა,თუმცა პირველი პერიოდის ბოლოს მინიმალური უპირატესობა ოლიმპელებმა მოიპოვეს (18:17), რომლებმაც მეორე მეოთხედში ანგარისში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და ტაიმის ბოლოს წინ 44;35 გავიდნენ. მესამე მეოთხედში ზესტაფონელები აქტიურად ათამაშდნენ და დაცვაშიც ჩინევულად გაისარჯნენ, რომლის წყალობით მეოთხედის ბოლოს 6 ქულით, 62:57 დაწინაურდნენ.
დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში ,,ოლიმპი” მდევრის როლში აღმოჩნდა.მასპინძლებმა საბოოლოდ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და აღნიშნული მონაკვეთის მე-4 წუთზე ფრე – 67:67 დააფიქსირეს. ამის შემდეგ გუნდებს შორის უშეღავთო ბრძოლა გაიმართა და თამაშის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 27 წამით ხათუნა საჯაიას ზუსტი საჯარიმოების ხარჯზე ოლიმპის გუნდი წინ 79:77 გავიდა. ,,ზესტაფონმა” ნათია ფუტკარაძის ერთი ჯარიმის წყალობით ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა – 78:79, თუმცა დარჩენილ 15 წამში ოლიპელები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ, რომლებიც თიკო ცხადაიას ორი საჯარიმო ტყორცნითწინ 81:78 გავიდნენ და მატჩი მოგებით დაასრულეს.
ზესტაფონელებს 25 ქულით ნათია ფუტკარაძემ ულიდერა, რომელმაც საკუთარ აქტივში 9 მოხსნაც ჩაიწერა. ხოლო ორმაგი დუბლის ავტორი ერთბაშად ორი კალათბურთელი, ფატი ხუსკივაძე (17ქ.16მ) და ნათია აბულაძე გახდა (22ქ.11მ).
გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლი კი ხათუნა საჯაიამ (27ქ.15მ), თიკო ცხადაიამ (20ქ.10პ) და ანა მაისურაძემ(13ქ.12მ) შეასრულეს.