ქალთა ჩემპიონატის მეორე წრემ დაძაბულად ჩაიარა

ქალთა ჩემპიონატის მეორე წრემ დაძაბულად ჩაიარა

საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. მე–2 ტური. რუსთავი

 15 მარტი

 რუსთავი 53:83 თსუ

16:17 11:14 10:25 16:27

რუსთავი: აბულაძე (10), მიქაძე (8)

თსუ: კომლაძე (24), ჩეკურიშვილი (15)

 ზესტაფონი 78:44 ქუთასი

23:9 26:13 15:13 14:9

ზესტაფონი: პეტროსიანი (12), ბაღდოიანი (12), ჭურაძე (10)

ქუთაისი: ფესტვენიძე (12), ალანია (9)

 

  16 მარტი

რუსთავი 73:45 ქუთაისი

21:14 15:12 14:11 23:8

რუსთავი: საჯაია (22), ფუტკარაძე (17)

ქუთაისი: გვილავა (12), ნ. ჟორჟოლიანი (10)

 

ზესტაფონი 65:51 თსუ

11:9 18:13 12:13 24:16

ზესტაფონი: ბაღდოიანი (26), მამიკონიანი (12), ფოცხვერაშვილი (10)

თსუ: ჩეკურიშვილი (11), კომლაძე (11), სიდამონიძე (8)

 

  17 მარტი

თსუ 71:39 ქუთაისი

18:8 21:7 16:12 16:12

თსუ: ურუშაძე (20), მ. ჟორჟოლიანი (13), მაისურაძე (8), წიქორიძე (8)

ქუთაისი: ნ. ჟორჟოლიანი (12), მაღლაკელიძე (7)

ზესტაფონი 54:56 რუსთავი

11:10 18:17 9:12 16:27

ზესტაფონი: პერტოსიანი (13), ბაღდოიანი (10), ფოცხვერაშვილი (10)

რუსთავი: ფუტკარაძე (21), აბულაძე (15), საჯაია (8), სირბილაძე (8)

 

სატურნირო ვითარება

 

   ზესტაფონი    6          5          1          395:308           11

 

   თსუ                  6          4          2          402:292           10

 

   რუსთავი        6          3          3          346:352            9

 

   ქუთაისი        6          0          6          222:416            6

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორე, რუსთავში გამართულმა ტურმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. თუკი 2–3 წლის წინ მხოლოდ ერთი ფავორიტი გუნდი იყო და ჩემპიონატსა თუ თასს წაუგებლად იგებდა, ახლა დონე შედარებით გათანაბრდა და წინასწარ ძნელია განჭვრეტა, თუ რომელი გუნდი იმარჯვებს. ამის ნათელი მაგალითია რუსთავში გამართული წრე, რომელიც ვერ ერთმა გუნდმა ვერ მოიგო.

მოგებას უშუალოდ მეორე წრეზე ვამბობთ, თორემ ტურნირის ნამდვილი გამარჯვებული ის გუნდი იქნება, რომელიც საერთო, 4 წრის ჯამში საუკეთესო შედეგს აჩვენებს. ჯერჯერობით „ზესტაფონი“ ლიდერობს, რომელსაც 4 ლეგიონერი ჰყავს: ანა ბაღდოსიანი, ანი პეტროსიანი, ასმიკ მამიკონიანი და ასმიკ მიქელიანი. მიუხედავად ლეგიონერებით გაძლიერებისა, ზესტაფონელებმა რუსთავში გამართული ტურის ბოლო მატჩი მასპინძლებთან წააგეს.

მეორე წრის კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრაშიც „ზესტაფონი“ მონაწილეობდა. თანაბარი თამაშის ბოლო მეოთხედში ზესტაფონელებმა იძალეს და პერიოდის 24:16 მოგების შემდეგ გამარჯვება გაინაღდეს. ზესტაფონელთა ბომბარდირი 26 ქულით ბაღდოიანი გახდა, რომელმაც 5 სამიანი ჩააგდო, თუმცა ყველაზე გადამწყვეტ ეპიზოდში თიკო ფოცხვერაშვილმა იყოჩაღა. ამ უკანასკნელმა ბოლო პერიოდში 10 ქულა ჩააგდო, რითაც თსუ–ს გატეხვაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ „ქუთაისის“ სამი მარცხის ხარჯზე რუსთავულ ტურში სამმა გუნდმა – „რუსთავმა“, „ზესტაფონმა“ და თსუ–მ 3–3 გამარჯვება და თითო მარცხი განიცადეს. პირველი წრის შემდეგ მოლიდერე ზესტაფონელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს, თუმცა თსუ და „რუსთავიც“ იქვე არიან და საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე ვერ გაირკვევა. მომდევნო ტური აპრილის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, თბილისში გაიმართება.