საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. III ტური. თბილისი. 10–12 აპრილი
კალათბურთის აკადემია. 12 აპრილი
თსუ-ქუთაისი 59:44
19:15; 9:12; 13:6; 18:11
თსუ: ცხაკაია (18), ურუშაძე (14)
ქუთაისი: ჟორჟოლიანი (22)
ზესტაფონი – რუსთავი 92:50
16:12, 19:16, 22:17, 35:5
ზესტაფონი: ბაღდოიანი (29), პეტროსიანი (15)
რუსთავი: საჯაია (19), ფუტკარაძე (12)
დღეს გამართული 2 მატჩით დასრულდა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე, რომელსაც საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. ინტერესს იწვევდა „ზესტაფონისა“ და „რუსთავის“ მატჩი. ჩემპიონატის ლიდერმა „ზესტაფონმა“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი „რუსთავთან“ განიცადა მეორე წრეში განიცადა. აქედან გამომდინარე, ამ გუნდების შეხვედრას ყველა ინტერესით ელოდა, თუმცა ბრძოლა არ შედგა.
რუსთაველებმა მოინდომეს და მესამე მეოთხედამდე შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში ზესტაფონელებმა ყველაფერში აჯობეს იმერლებს. სომეხი ლეგიონერებით გაძლიერებულმა იმერულმა გუნდმა მეოთხე პერიოდი 35:5 მოუგო რუსთაველებს და საბოლოოდ 42 წულით იმარჯვა. ზესტაფონელებში ორი ანა გამოირჩა – ბაღდოიანი და პეტროსიანი.
მესამე წრის ბოლო მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა: თსუ–მ „ქუთაისი“ დაამარცხა და მეორე ადგილი შეინარჩუნა. მომდევნო, მე–4 წრე თერჯოლაში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება. ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეშიდაზუსტდება.
სატურნირო ვითარება
ზესტაფონი 9 8 1 642:451 17
თსუ 9 6 3 573:464 15
რუსთავი 9 4 5 515:548 13
ქუთაისი 9 0 9 351:623 9
ზესტაფონი – რუსთავი