18–20 თებერვალს ქუთაისმა ქალთა ჩემპიონატის პირველ ტურს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილე ოთხმა გუნდმა იმერეთის ქალაქში მოიყარა თავი და ერთ წრედ პირველი ტური ჩაითამაშა. მომდევნო ტური მარტის შუა რიცხვებში, თბილისშია დაგეგმილი, მანამდე კი მოკლედ ქუთაისური ტურის შესახებ.
ტური “ზესტაფონმა” მოიგო. ზესტაფონელები ამ ჩემპიონატისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. იმერულმა გუნდმა ქალთა ჩემპიონატისთვის უპრეცედენტო რამ ქნა. ერთბაშად სამი ლეგიონერი ჩამოიყვანა და ჯერჯერობით პირველ ადგილზეც იმყოფება. ზესტაფონში სათამაშოდ სამი სომეხი ჩამოვიდა, საიდანაც ერთი, ასი მამიკონიანი რუსეთის მოქალაქეა. რაც შეეხებათ ანა პერტოსიანს და ანი ბაგდოიანს, ისინი ერევნელები არიან და საქართველოს ჩემპიონატში თავიც გამოიჩინეს.
ზესტაფონმა პირველ დღეს ასევე კარგი შემადგენლობის მყოლ „რუსთავს“ 77:69 მოუგო, ხოლო მეორე დღეს უმთავრესი კონკურენტი, ბოლო წლებიც უცვლელი ჩემპიონი თსუ დაძაბულ ბრძოლაში – 63:57 დაამარცხა. ტურის ბოლო მატჩი ზესტაფონელებმა თანარეგიონელი „ქუთაისი“ გაანადგურეს – 58:31,
თსუ–მ ორი გამარჯვება მოიპოვა, „რუსთავმა“ ერთი, ხოლო „ქუთაისისთვის“ ზესტაფონში გამართულმა ტურმა მოუგებლად ჩაიარა. წინ კიდევ არაერთი ტური და საინტერესო ბრძოლებია. ჩემპიონის ვინაობა კი მაისში გამოვლინდება.
სატურნირო ვითარება
ზესტაფონი 3 3 0 198:157 6
თსუ 3 2 1 197:135 5
რუსთავი 3 1 2 164:170 4
ქუთაისი 3 0 3 94:194 3
18:02.11
ქუთაისი – თსუ 29:84 (4:20; 11:17; 6:24; 8:23)
ზესტაფონი – რუსთავი 77:69 (22:12; 11:15; 23:12; 21:30)
19:02.11
ქუთაისი – რუსთავი 34:52 (8:21;10:14; 9:5; 7:17)
ზესტაფონი – თსუ 63:57 (13:13; 11:13, 19:15, 20:16)
20.02.11
თსუ – რუსთავი 56:43 (7:11; 10:9; 21:12; 18:11)
ქუთაისი – ზესტაფონი 31:58 (5:19; 0:17; 14:8; 12:14)