საქართველოს ქალთა ლიგა დაიწყო. ტურნირში, რომელშიც
ქვეყნის საუკეთესო და პრიზიორი გუნდები უნდა გამოვლინდნენ, 6 მონაწილეა.
გუნდები ორ
ჯგუფში არიან განაწილებულნი: „ა“ ჯგუფი შეადგინეს
„ვეჯინმა“, ნაკრებმა (18-წლამდელები)
და „ქუთაისმა“. „ბ“ ჯგუფში კი თავი მოიყარეს „თელავმა“, „დინამომ“ და „რუსთავმა“.
ჯგუფებში მატჩები გაიმართება 3 წრედ, რის შემდეგაც საუკეთესო
2 გუნდი ნახევარფინალში გავა. პლეი ოფში სერიები არ გაიმართება და ფინალში გუნდები
1 მოგების შედეგად გავლენ. ფინალში ჩემპიონიც ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდება, ისევე
როგორც მესამე ადგილის მფლობელი.
ჩემპიონატის პირველი მატჩში ერთმანეთს შარშანდელი ფინალის
მონაწილეები – „ვეჯინი“ და ნაკრები შეხვდნენ. გამარჯვება ვეჯინელებს დარჩათ, რომლებმაც
შეხვედრა 60:46 მოიგეს. გამარჯვებულებს 19 ქულით ნათია ფუტკარაძემ ულიდერა, ხათუნა
საჯაიას ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა, რომელშიც ქუთაისელებმა
ნაკრებს უმასპინძლეს. შეხვედრა 18-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებით – 66:43 დასრულდა. ქალთა ლიგის მომდევნო მატჩი 1 აპრილს ქუთაისში გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისისა და ვეჯინის გუნდები დაუპირისპირდებიან..