ქალთა ლიგა დასასრულს უახლოვდება. გუშინ, რეგიონებში ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და ფინალისტთა ვინაობა გაირკვა.
ქალთა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ხვალ ერთმანეთს რუსთავის ,,ვეჯინი’’ და ,,ქუთაისი’’ დაუპირისპირდებიან, ,,ახმეტა’’ და ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’ კი მე-3 ადგილს გაითამაშებენ.
პირველი ნახევარფინალური შეხვედრა თელავში ,,ახმეტასა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის გაიმართა. ,,ქუთაისლებმა’’ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ. საბოლოოდ, მათ 83:67 იმარჯვეს და ფინალური საგზური მოიპოვეს. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო ნელი ჟორჟოლიანი იყო 43 ქულით და 14 მოხსნით, 21 ქულა და 8 მოხსნა კი ქუთაისელი თაკო მანაგაძის ანგარიშზეა.
,,ახმეტას’’ 29 ქულა-16 მოხსნით ნინო მამუკელაშვილმა ულიდერა, 15 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა მარი მამუკელაშვილს, ელისო ზარავანდიშვილმა კი 7 მოხსნასთან ერთად 14 ქულას მოუყარა თავი.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრას, რუსთავის ,,ვეჯინმა” შინ დიდი სხვაობით – 71:41 დაამარცხა ზუგდიდი ,,კოლხი 2014”. თამაში რუსთაველთა ლიდერობით დაიწყო და ისე ჩამთავრდა, სტუმრებს მატჩის შემობრუნების რეალური შანსი არ მისცემიათ. გამარჯვებულებს ანა მაისურაძემ ულიდერა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა, ორმაგი დუბლი შეასრულა ხათუნა საჯაიამ – 21ქულა, 13მოხსნა, ორმაგი დუბლი გაიფორმა ირინა შველიძემაც – 10ქულა, 12მოხსნა, მარიამ ბაციკაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7მოხსნა დაგროვდა.
ზუგდიდელთა რიგებში საუკეთესო სოფიო შიშინაშვილი იყო 16 ქულით, ლიკა ქაჯაიამ კი გუნდს 12 ქულა და 7 მოხსნა მოუტანა.
ქალთა ლიგის ფინალი ხვალ, აკადემიის საკალთბურთო დარბაზში 17:45 წუთზე გაიმართება. მანამდე კი, 16:00 საათზე დაიწყება მატჩი მე-3 ადგილისთვის.
ახმეტა – ქუთაისი 67:83
რუსთავის ,,ვეჯინი’’ – ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’ 71:41